ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გაიმართება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის, 167 სპორტსმენი მიიღებს. ევროპირველობაზე ჩვენი ქვეყანიდან 6 სპორტსმენი- ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე, ნიკა ეგაძე, ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენი სპორტსმენები 10 იანვარს სპორტულ წყვილებსა და მამაკაცებში, 11 იანვარს ქალებსა და სპორტულ წყვილებში,12 იანვარს სპორტული ცეკვებსა და მამაკაცების თავისუფალ პროგრამაში, ხოლო 13 და 14 იანვარს საჩვენებელი ცეკვებით გამოვლენ.
