იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა
იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 180-მდე გაიზარდა. იშიკავას პრეფექტურაში ყინვისა და დიდთოვლობის გამო, სამძებრო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 120 ადამიანი. იაპონიის ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული ქალაქების აღსადგენად და ჰუმანიტარული დახმარების სახით, 33 მილიონი დოლარი გამოყო. 1-ელ იანვარს მომხდარმა მიწისძვრამ იაპონიის 2 ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა.
