ბლინკენი ისრაელის პრემიერს შეხვდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერს ის ინფორმაცია გადასცა, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში მან არაბული სახელმწიფოების ლიდერებისგან მიიღო. ენტონი ბლინკენის დიპლომატიური მისია ისრაელ-„ჰამასის“ ომის რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდის პრევენციაა. პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ღაზის სექტოში მცხოვრები პალესტინელების უსაფრთხოება.
