„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“
„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ - კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი, კვლევის ავტორები, თეატრმცოდნეები, კვლევის მონაწილე თეატრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ანგარიში მოიცავს ბოლო 2 წლის 41 სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრთა მონაცემებს, 20-მდე პუნქტის მიხედვით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავად არის დამკვეთი და მხარდამჭერი ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევისა, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს.
