სინოპტიკოსების პროგნოზი
დღეიდან საქართველოს მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. დედაქალაქში, ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს.
