Arab News-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „არაბ ნიუსი“. ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიაში საქართველოს ტურისტულ ადგილებზეა საუბარი. ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, „არაბ ნიუსს“ სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.