გერმანული გამოცემა Die Welt-ი სვანეთზე წერს
გერმანული გამოცემა „დი ველთ“ გერმანელ მკითხველს „კავკასიის გვირგვინის“ შესახებ მოუთხრობს და სვანეთში ეპატიჟება. სტატიაში ნათქვამია, რომ ზამთრის სპორტის მოყვარულებს სვანეთში ელოდებათ ევროპის ყველაზე მაღალი მთები, სადაც ფრირაიდერები თოვლით დაფარულ უსასრულო ფერდობებზე სრიალს შეძლებენ.