სპეკულაცია შობის თარიღზე
7 იანვარი თუ 25 დეკემბერი - შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად საკითხზე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 25 დეკემბრს უნდა აღინიშნოს და მისივე თქმით, ეს პოლიტიკური განაცხადი იქნება. შეფასებები კეთდება მმართველი გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი კომენტარები კონკრეტული კამპანიის ნაწილია.
