ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია
მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
