საქართველოდან აშშ-ში ძებნილი პირის ექსტრადაცია განხორციელდა
საქართველოდან ამერიკაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ექსტრადიციაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება, გასული წლის 26 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა მიიღო. მამაკაცს სხვადსხვა წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი მათ შორისაა არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.
