"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში"
„ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ - კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა . ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კვლევის ავტორები, თეატრმცოდნეები, კვლევის მონაწილე თეატრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
