ოპოზიციის პერსპექტივა
საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” ოპოზიციის გამარჯვებას სკეპტიკურად უყურებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება თუ არა საარჩევნოდ ოპოზიციური სპექტრი , ვინაიდან მათი შეფასებით, ეს პარტიები საზოგადოებაში ნულოვანი რეიტინგით სარგებლობენ.