პირველი კომერციული მისია მთვარეზე
„ნასას“ დაკვეთით, კერძო საჰაერო კოსმოსურმა კომპანიამ ფლორიდის შტატიდან რაკეტა წარმატებით გაუშვა. ხომალდმა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე თებერვლის ბოლოსთვის უნდა მიაღწიოს. მისიის წარმატების შემთხვევაში, ეს ბოლო 51 წლის განმავლობაში პირველი ამერიკული მისია იქნება, რომელმაც მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვება.
