სპეკულაცია შობის თარიღზე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა ბუღაძეს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს ურჩევს, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ. ირაკლი კობახიძე მწერლის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც შვიდ იანვარს შობის აღნიშვნას რუსულს უწოდებს. მართლმადიდებლური შობა ქართულია თუ რუსული, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამაზე მკაფიო პასუხს ისტორია იძლევა.
