„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალს დათუნა მგელაძისა და კარინა ლისენკოს წყვილი გამოეთიშა
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალს დათუნა მგელაძისა და კარინა ლისენკოს წყვილი გამოეთიშა. პროექტის ლიდერი კი თედო ბექაურისა და ანა ბირთველიშვილის წყვილი გახდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში გამარჯვებისთვის სამი კონკურსანტი იბრძოლებს. ფინალი 14 იანვარს გაიმართება.
