გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე
უკრაინაში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. სამიზნეში მოექცა ათი დასახლება. მანამდე კი დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. იქ საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
