ირაკლი კობახიძე ლაშა ბუღაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ლაშა ბუღაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა. მართლმადიდებლური შობა ქართულია თუ რუსული, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამაზე მკაფიო პასუხს ისტორია იძლევა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს ურჩევს, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ.
