საახალწლო ღონისძიებები
ცაგერში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს მოსახლეობას, დააჯილდოვეს წარმატებული ახალგაზრდები და სპორტსმენები. ღონისძიება გრანდიოზული გალა ონცერტით დასრულდება. მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს დაბა ბაკურიანშიც. მოეწყო ზღაპრის გმირების მსვლელობა. საშობაო ბაზრობაზე კი ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. როგორც პატარებისთვის ასევე ზრდასრულებისთვის ეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობა. ღონისძიება ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს. ცენტრალურ პარკში მოწყობილია, საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
