კრიზისი ოპოზიციაში
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და ექნება წინსვლა. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებზე წარმატების მიღწევის შანსი არ აქვს. ამ თემაზე მედიასთან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.
