შალვა პაპუაშვილის კომენტარი
მმართველი გუნდისთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ერთ გუნდად დამარცხდება თუ ცალ-ცალკე. „ქართული ოცნება“ არც ოპოზიციაში დაგეგმილ გადაჯგუფებებს ანიჭებს მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გადაჯგუფების მიუხედავად, ოპოზიცია არის ერთი ჯგუფი, რომელსაც ანტი ქართული ფრონტი აქვს გახსნილი და რომელიც ნელ-ნელა უკვე იშლება.
