საახალწლო ღონისძიებები მცხეთაში
მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. იმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.
