საახალწლო ღონისძიებები
დღეს ცაგერი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათიდან დაიწყო საახალწლო ღონისძიება. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილია საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიება გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.