პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა
საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობს. პატრიარქი ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველ დღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
