ალილოს მსვლელობა რეგიონებში
ალილოს მსვლელობა გაიმართა ბათუმში. შობის მახარობლებმა ბათუმის ქუჩები გალობით და ხატებით შემოიარეს. შეგროვილი ნობათი ბავშვებსა და მოხუცებს დაურიგდებათ. ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოაიარეს და ნობათი შეაგროვეს. მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო. კახეთში ალილოს მსვლელობა უკვე გაიმართა. მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყო და ქრისტეს შობის მახარობლებმა მთელი ქალაქი ფეხით შემოიარეს. შეგროვდა შემოწორულობები. ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მონაწილეებს მსვლელობაში შეუერთდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
