საახალწლო ღონისძიებები ბაკურიანში
დაბა ბაკურიანში დილიდან საზეიმო განწყობაა. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და პავილიონები, სადაც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით გასართობი აქტივობა დახვდებათ. საღამო ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
