საახალწლო ღონისძიებები ცაგერში
დღეს ცაგერი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საათიდან დაიწყო საახალწლო ღონისძიება. მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიება გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.