პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
შობამდე ნახევარი საათით ადრე სასულიერო პირებმა მორწმუნეებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გაცნეს. ეპისტოლე, როგორც ყოველთვის მრავლ მხრივია და მასში ძირითადი აქცენტები, იმ საჭიროებებზე კეთდება, რომლის წინაშეც დღეს ცივილიზებული მსოფლიო დგას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყურადღებას ამახვილებს ომებზე და მის შედეგებზე. ილია მეორე წერს, რომ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომ პატრიარქი წერს, რომ ყველას, შეძლებისდაგვარად გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის.
