ვითარება ისრაელ-ლიბანის საზღვართან
ვითარება ისევ დაძაბულია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. ღამის განმავლობაში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ მხრიდან სარაკეტო თავდასხმის გამო გამაფრთხილებელი სიგნალი ისმოდა. ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმათულებით გაშვებული რაკეტები ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ისრაელ-ლიბანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას, ლიბანში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.
