ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „მეცში“ დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდმა ლიგა ერთის გუნდთან ნახევარ წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მიქაუტაძე გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსში“ სწორედ „მეციდან“ გადავიდა, თუმცა მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.