თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ზელენსკისთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს უკრაინასა და ღაზაში სისხლის ღვრის შესაჩერებლად. მისივე თქმით, უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ცეცხლი და მშვიდობის კარი უნდა გაიღოს.
