ვითარება საავტომობილო გზებზე
ვითარება საავტომობილო გზებზე. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი, ტყიბული, ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე აღდგა მოძრაობა ქუთაისი, ალპანა, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე. მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-თ ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტო ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
