რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე ძალისხმევას აძლიერებს
პარალელურად, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე ძალისხმევას აძლიერებს. ავდეევკის ადმინისტრაციის უფროსის, ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე მასირებული შტურმი დაიწყეს, რამაც ვითარება უკიდურესად გაართულა, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, პუტინი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ვერ შეძლებს.
