„თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა
„თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალდებულია ყაჩაღურ თავდასხმაში, თუმცა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლი მოეხსნა, რადგან იარაღი, რომელიც მას თავდასხმის დროს ჰქონდა, სათამაშოა. თავად ბრალდებული ბანკში შეჭრას და ფულის მოთხოვნას აღიარებს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
