დიდ ბრიტანეთში შესაძლო წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება 300-ზე მეტ ადგილას გაავრცელეს
დიდ ბრიტანეთში შესაძლო წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება 300-ზე მეტ ადგილას გაავრცელეს. ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნის გამო, ინგლისის ცენტრალურ ნაწილში დასახლებული უბნები დაიტბორა და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიამ ინგლისში სატრანსპორტო სისტემის პარალიზებაც გამოიწვია. ადგილობრივი სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმა სავარაუდოდ, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, რასაც შესაძლოა, მდინარეების ადიდება მოჰყვეს.
