მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
