ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთთან მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, ხაიშის მონაკვეთთან მოძრაობა აღდგა. ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, საავტომობილო გზა გახსნილია, თუმცა მოქმედებს შეზღუდვები.
