საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნება"
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 91-ე დაბადების დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ილია მეორეს 91 წლის იუბილეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში პატრიარქის ამაგზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიარქს ულოცავს „ქართული ოცნება“.
