ლას-ვეგასში მსჯავრდებული მოსამართლეს თავს დაესხა
ლას-ვეგასში, სასამართლოს დარბაზში მსჯავრდებული მოსამართლეს თავს დაესხა. კლარკის ოლქის მოსამართალეს მერი ქეი ჰოლთუსს განაჩენი გამოჰქონდა, როდესაც მსჯავრდებული მოსამართლეს თავს დაესხა. ვითარების განმუხტვა რამდენიმე წუთში დარბაზში მყოფმა სამართალდამცველებმა მოახერხეს და მსჯავრდებული დააკავეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა მოსამართლე და პოლიციის 1 ოფიცერი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მსჯავრდებულმა მამაკაცმა მოსამართლეს შეწყალება სთხოვა, თუმცა მას პატიმრობა მიუსაჯეს.