ხაიშთან კლდოვანი მასა ჩამოწვა
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით აღდგა, თუმცა მალევე ჩაიკეტა. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კლდოვანი მასა ჩამოიშალა, არის ქვათაცვენის საშიშროება, რის გამოც ხსენებულ მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა. იმ ავტომობილებმა, რომლებიც რამდენიმე საათი ელოდებოდნენ გზის გახსნას, შეძლეს გადაადგილება, როგორც მესტიის, ისე ზუგდიდის მიმართულებით. ამ დროისთვის კი ავტომობილებს მოძრაობა მხოლოდ ხაიშამდე შეუძლიათ.
