„თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია
„თი ბი სი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მოქლაქე პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის თბილისში, „თი ბი სი“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და თანხის დაუფლება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
