საახალწლო ღონისძიებები - ახალი წლის დღეები 2024
ახალი წლის დღეებს აღნიშნავენ ყვარელში. ქალაქის ცენტრში მდებარეობს საშობაო სოფელი და ელფების სახელოსნო. მთელი დღის განმავლობაში არაერთი მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება. პატარებს შევხდება თოვლის პაპა. დღევანდელი დღე ყვარელში გალაკონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება ბორჯომი. დილიდან საახალწლო განწყობაა მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, სადაც უკვე მოწყობილია საშობაო სოფელი. საახალწლო ბაზრობაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მონტაჟდება სცენა, სანტას კუთხე და იდგმება დეკორაციები. საღამოს დაასრულებენ ქართველი შემსრულებლები და საზეიმო ფოიერვერკი. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება ჭიათურაშიც. კულტურის ცენტრის მიმდებარედ დამონტაჟებულია სცენა, მოწყობილია სპეციალური ჯიხურები, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები. მთელი დღის განმავლობაში, ყველა თაობის მოქალაქისთვის გათვალისწინებული გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. წყალტუბოში საახალწლო დღეები გალაკონცერტით დასრულდა. ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეებში საშუალება ჰქონდათ ენახათ გასართობი, მხატვრული, მუსიკალური და საბავშვო პროგრამები. ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით გაიმართა კონცერტიც.
