ტყვეების გაცვლა
რუსეთმა და უკრაინამ ასობით სამხედრო ტყვე გაცვალეს. შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში 230, ხოლო რუსეთში 248 ტყვე დაბრუნდა. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან მარიუპოლის მცველებიც. შეთანხმება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით გახდა შესაძლებელი.
