ევროკავშირის გამოხმაურება
ირანში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება ევროკავშირიც და ირანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „ტერორისტულ აქტს შოკისმომგვრელი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. უამრავი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
