გაერო ირანში მომხდარ ტერაქტს გმობს
გაეროს გენერალური მდივანი ირანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. აფეთქებები გუშინ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მოხდა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
