შეზღუდვები გზებზე
თოვისა და ყინვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამ რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გაუწევს უშუალო ზედამხედველობას და კოორდინაციას.
