3-დან 5 იანვრის ჩათვლით საქართველოში ამინდი გაუარესდება
3-დან 5 იანვრის ჩათვლით საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი, შტორმული ღელვა.