ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს თავიდან აიცილოს ესკალაცია
ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ესკალაცია განსაკუთრებით, ლიბანში. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე მაკრონი, ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრს, ტელეფონით ესაუბრა.
