პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
„უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს, პასუხი პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა გავცეთ“- წერს სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ იერიშების საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს დამატებითი და უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს, რათა რუსეთმა კონტრაბანდის საშუალებით მიღებული დეტალებით, ახალი იარაღის წარმოება ვეღარ შეძლოს.
