შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვები დაწესდა ხაიში-უშგულის მონაკვეთზეც. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი მლეთა-გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე შესაძლებელია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური–კობის მონაკვეთზე კი, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
