თურქეთის პოლიციამ ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 ადამიანი დააკავა
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეიდი 8 პროვინციის 57 ადგილას ჩატარდა. უწყების განცხადებით, ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, მათზე თავდასხმა და გატაცება იყო.